Accessibility links

logo-print

ბოსნიაში აღნიშნავენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-17 წლისთავს


ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 17-ე წლისთავთან დაკავშირებით. 1995 წელს ბოსნიელმა სერბმა ჯარისკაცებმა დახოცეს 8 000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი. მათგან 520-ის ნეშტები ბოლოხანს იქნა იდენტიფიცირებული დნმ-ის ანალიზის საფუძველზე. მათ დღეს დაკრძალავენ მემორიალურ სასაფლაოზე, სადაც უკვე განისვენებს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 5 000-ზე მეტი მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG