Accessibility links

გაერო: 54 მიგრანტი დაიღუპა ლიბიიდან იტალიაში ნავით ჩასვლის მცდელობისას


გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიიდან იტალიაში ნავით ჩასვლის მცდელობისას. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, გადარჩა ერთადერთი, ერითრეელი მამაკაცი - ის დანარჩენ 54 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა ნავში, რომელმაც ივნისის ბოლოს აიღო გეზი იტალიისაკენ. ის ორშაბათს ღამით იპოვეს ტუნისის სანაპიროსთან. ვარაუდობენ, რომ მიგრანტები შეიწირა დეჰიტრადაციამ, რადგან მათ არ ჰქონდათ წყლის მარაგი. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ლიბიიდან, სადაც შარშან დაამხეს მუამარ კადაფის მმართველობა, წელს 2300-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა ნავებით იტალიასა და მალტაში. გზაში წელს დაღუპულების რიცხვი 170-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG