Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში მიმართავენ მომჭირნეობის ახალ ზომებს


ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გააკეთა განცხადება მომჭირნეობის მკაცრი ზომების ახალ სერიაზე, რომელიც, მისი განმარტებით, ემსახურება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთში 65 მილიარდი ევროს დაზოგვას. ახალი ზომები ითვალისწინებს დღგ-ს გაზრდას 18-დან 21 პროცენტამდე, საჯარო მოსამსახურეებისათვის დამატებითი, საშობაო ხელფასის ჩამოჭრას, უმუშევრების შემოსავლის შემცირებას. როგორც რახოიმ განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, ესპანეთის პოზიცია სუსტია „დიდი დავალიანებისა და სერიოზული რეცესიის“ გამო. ესპანეთში მომჭირნეობის მკაცრი ზომების გატარებას ითვალისწინებს შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც ევროზონის წევრი დანარჩენი 16 ქვეყანა ესპანეთს მიაწვდის 100 მილიარდამდე ევროს, მისი ბანკების დასახმარებლად. შეთანხმებით, რომლის შესახებ ცნობაც სამშაბათს გავრცელდა, ესპანეთმა შესაძლოა, ივლისში მიიღოს 30 მილიარდი ევრო თავისი ბანკების დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG