Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში გამოთქვამენ პროტესტს სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ


კაიროში, ტაჰრირის მოედანზე ათასობით ადამიანი აპროტესტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მცდელობას, გააუქმოს ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის განკარგულება, რომელიც კანონმდებლებს ავალებს პარლამენტის სხდომაზე შეკრებას. პრეზიდენტი ისლამისტია და პარლამენტშიც ისლამისტები დომინირებენ. ეგვიპტის გავლენიანი სამხედრო საბჭო კი პარლამენტის დაშლას მოითხოვს. კანონმდებლები სამშაბათს შეიკრიბნენ კაიროში და მხარი დაუჭირეს იურიდიული კონსულტაციის მიღებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უკანონოდ სცნოს დეპუტატების მესამედის მანდატები. საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო მურსის მოთხოვნა პარლამენტის შეკრებაზე, რის შემდეგაც პოლიტიკური პროცესი ჩიხში მოექცა. პრეზიდენტი მურსი მოითხოვს პარლამენტის მუშაობის გაგრძელებას ახალი არჩევნების ჩატარებამდე.
XS
SM
MD
LG