Accessibility links

ავღანელი ქალები აპროტესტებენ ქალის საჯაროდ სიკვდილით დასჯას


ქაბულში ათობით ქალი შეიკრიბა აქციაზე ქალთა წინააღმდეგ ძალადობის დასაგმობად. მათ გააპროტესტეს ფარვანის პროვინციაში ახალგაზრდა ქალის საჯაროდ სიკვდილით დასჯა, ქმრის ღალატში ბრალდების გამო. აქციას შეუერთდა რამდენიმე პარლამენტარიც. ავღანეთში ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი კომიტეტის წევრი, სიმა სამარი სხვებთან ერთად მოითხოვს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ქალის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები:
„გვსურს, რომ ავღანეთის მთავრობამ დააპატიმროს ბოროტმოქმედი. უნდა გაასამართლონ ისიც, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და ისინიც, ვინც მოითხოვა ქალის გასამართლება. ავღანელი ხალხი მთავრობისაგან მოელის მართმსაჯულებისათვის მათ გადაცემას და სასამართლო პროცესის შედეგის შესახებ ხალხის ინფორმირებას“, განაცხადა ქაბულში გამართული აქციის მონაწილემ საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" კორეპსონდენტთა საუბარში. ავღანეთში 22 წლის ქალის დახვრეტამ აღშფოთება გამოიწვია უცხოეთშიც. ვიდეოფირზე ჩანს, როგორ ხვრეტენ ქალს დამსწრე მამაკაცების შეძახილების ფონზე. ავღანეთის მთავრობა თალიბ ექსტრემისტებს აკისრებს მომხდარზე პასუხისმგებლობას. თუმცა, თალიბანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალის ასე გასამართლება არ შეესაბამება შარიათის კანონებს.
XS
SM
MD
LG