Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფიულე: საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი


საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოწვევად აფასებს ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. ის დღეს სიტყვით გამოვიდა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები." ფიულეს განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, თავიდან იყოს აცილებული პოლარიზებული პოლიტიკა და დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ევროკომისარმა მნიშვნელოვანი უწოდა არჩევნებისთვის პარლამენტის მიერ Must Carry-ს პრინციპის დაკანონებას. ”გვჯერა, რომ ლიდერები დაიცავენ მიღწეულ რეფორმებს. უდავოა, რომ თვალსაჩინო პროგრესია მიღწეული და პროგრესი უწყვეტი უნდა იყოს", - განაცხადა შტეფან ფიულემ.
XS
SM
MD
LG