Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ვებსაიტების „შავი სიების“ შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე, ბოლო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი აკრძალული ინფორმაციის შემცველი ვებსაიტების ე.წ. „შავი სიების“ შესახებ. კანონი, მისი ინიციატორების განმარტებით, ემსახურება ინტერნეტში კანონსაწინააღმდეგო და ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. ახალი კანონი ითვალისწინებს იმ საიტების დომენებისა და მისამართების ერთიანი რეესტრის შექმნას, რომლებიც შეიცავს რუსეთის ტერიტორიაზე გასავრცელებლად აკრძალულ ინფორმაციას. ვებსაიტების „შავი სიები“ ძალაში შევა 2012 წლის 1 ნოემბრიდან. უფლებადამცველები შიშობენ, რომ ასეთი კანონის მიღება, ფაქტობრივად, მოასწავებს სახელმწიფო ცენზურას ინტერნეტზე და ზღუდავს ინფორმაციის მიღების თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG