Accessibility links

logo-print

პაკისტანში პოლიციის შენობაზე თავდასხმისას მოკლეს 9 პოლიციელი


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, დღეს ქალაქ ლაჰორში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პოლიციის შენობას და 9 პოლიციელი მოკლეს. პაკისტანის თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმა თალიბანის მეამბოხეების მიერ განხორციელდა და ეს იყო შურისძიება პოლიციის მიერ დაკავებული მეამბოხეების წამების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დახოცილი 9 პოლიციელი იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ციხის ბადრაგად ემუშავა.
XS
SM
MD
LG