Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს დაიწყებს სირიაზე რეზოლუციის ახალი პროექტების განხილვას


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს სირიის შესახებ რეზოლუციების ორ ახალ პროექტს. დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, აშშ-მ და გერმანიამ გაავრცელეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეიცავს მოთხოვას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისადმი, რომ ათი დღის ვადაში შეწყვიტოს ცეცხლი და დასახლებული პუნქტებიდან გაიყვანოს ჯარი. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, უშიშროების საბჭო ახალ ეკონომიკურ და დიპლომატიურ სანქციებს დაუწესებს სირიას. ახალი რეზოლუცია უნდა დაამტკიცონ 20 ივლისამდე, რადგან ამ დღეს იწურება სირიაში საერთაშორისო მეთვალყურეების ყოფნის ვადა. მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა სირიის შესახებ თავისი პროექტი წარმოადგინა. მასში ლაპარაკია მეთვალყურეთა მანდატის გახანგრძლივებაზე და კონფლიქტის ყველა მხარეზე ზეწოლის საჭიროებაზე, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება. რეზოლუციის პროექტის რუსეთის ვარიანტი გამორიცხავს დამატებითი სანქციების დაწესებას სირიის მიმართ.
XS
SM
MD
LG