Accessibility links

ფიფას ექსპრეზიდენტი კორუფციულ სკანდალში გაეხვა


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფას) ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი რიკარდო ტეიშეირა მსხვილ კორუფციულ სკანდალში არიან გარეული. ფიფას მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ეს ორი პირი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩვენებაზე სარფიანი კონტრაქტების გაფორმებისთვის, იღებდა ქრთამებს რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობით მარკეტინგის სფეროში მათი პარტნიორი კომპანია ISL-სგან. შვეიცარიის სასამართლოს მასალებში აღნიშნულია, რომ ტეიშეირამ 1992-97 წლებში 13 მილიონი დოლარი მიიღო ISL-ისგან, აველანჟმა კი - დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი 1997 წელს. 2010 წლის ივნისიდან აღნიშნული მასალების გამოქვეყნება შეჩერებული იყო. ფიფამ მასალები გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც შვეიცარიის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტეიშეირასა და აველანჟის თხოვნა, არ გასაჯაროებულიყო საქმის დეტალები.
XS
SM
MD
LG