Accessibility links

logo-print

პროკურატურამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ”მაესტროს” ანტენების დაყადაღების გამო


ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღების გამო, საქართველო პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ”გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ „მაესტრომ" პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიის „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომლებიც უნდა დარიგებულიყო „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით.” ამავე განცხადების თანახმად, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით, „ელიტა-ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის მონაცემები. თუმცა, აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით ”მაესტროს” საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" ეკუთვნის - აცხადებს პროკურატურა. მისივე ცნობით, საბაჟოსთვის წარდგენილი დოკუმენტებით, ”მაესტროს” მიმწოდებელია იგივე თურქული კომპანია, რომელმაც ანტენები „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" მიაწოდა, განბაჟების პროცესს კი ახორციელებდა „ელიტა-ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა „მაესტროს" შესაბამისი პირი.
XS
SM
MD
LG