Accessibility links

logo-print

სამხრეთ რუსეთში წყალდიდობის შემდეგ დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი


კრასნოდარის მხარეში 7 ივლისის ძლიერი წყალდიდობის შემდეგ დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი. ამის შესახებ დღეს უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრმა, ვლადიმირ პუჩკოვმა: „საუბარი იმაზე, რომ ხალხი, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება, რომელთანაც კავშირი არა გვაქვს - რომ ეს ხალხი დაღუპულთა სიაშია, ამაზე საუბარი დღეს არ შეიძლება. ვიმეორებ: თითოეულ გვარს ვამოწმებთ. ჩვენი მონაცემებით, ამჟამად დაკარგულია 17 ადამიანი. ჩვენ მათ ვეძებთ და ვიმედოვნებთ, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, - უთხრა ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობათა მინისტრმა. სამხრეთ რუსეთში 7 ივლისის წყალდიდობის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 171 ადამიანი. მიმდინაარეობს სამაშველო და გასაწმენდი სამუშაოები, რომლებშიც ათასობით მოხალისეც მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG