Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: ვარდების რევოლუციის ბრენდია ყველაფერი ხალხისთვის


”ვარდების რევოლუციის ბრენდია ყველაფერი საჯარო სივრცისთვის, ყველაფერი ხალხისთვის", - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ქობულეთში, სადაც ქალაქის სარეკონსქტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დამსვენებლებისთვის უფასო კინოთეატრი, პარკები და დასასვენებელი ადგილები აშენდება. პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასტუმროებში დასვენება გაიაფდეს. მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის მცხოვრებთ მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, ქალაქის ”რეაბილიტაცია ამდენი წლის განმავლობაშიც უნდა მომხდარიყო" და დასძინა, რომ "ქობულეთში იქნება ყველაფერი ისე, როგორც არასდროს არაფერი ყოფილა აქ."
XS
SM
MD
LG