Accessibility links

logo-print

ვლადიმერ უგულავა დაინიშნა "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების მმართველად


"ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. აღსრულების ეროვნულ ბიუროს უგულავას დანიშვნის შუამდგომლობა დღეს დაუკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. აღსრულების ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ის და ,,პროგრეს ბანკის" აქციათა 21,7%-ის მმართველად პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა, რომელიც მანამდე, სხვადასხვა დროს იყო კომპანია ,,ალდაგი ბი-სი-აის" საზედამხედველო საბჭოს წევრი და "ტაოპრივატბანკის" ხელმძღვანელი. თავად უგულავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოვალეობას პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად შეასრულებს და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ინტერესები.
XS
SM
MD
LG