Accessibility links

logo-print

კათოლიკოს-პატრიარქი: მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ დემოკრატიისაკენ ვისწრაფით


”შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი”, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მან მოახლოებული არჩევნებით გამოწვეულ რთულ პერიოდზე ისაუბრა და ყველა მხარეს მოუწოდა, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მაიყენონ და არ აკადრონ სიტყვები, რომელთა გამოც შესაძლოა, შემდეგ შერცხვეთ. ”მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა და ვისწრაფით დემოკრატიისაკენ”, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია არა რომელიმე ძალის, არამედ ქვეყნის მხარესაა.
XS
SM
MD
LG