Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს სირიის შესახებ დასავლეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას


რუსეთმა დღეს უარყო სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა შესთავაზეს გაეროს უშიშროების საბჭოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ რუსეთი ვეტოს გამოიყენებს ამ „მიუღებელი“ წინადადების დასაბლოკად, თუ მას კენჭს უყრიან უშიშროების საბჭოში. რეზოლუციის პროექტით, რომელიც მოამზადეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ეძლევა 10-დღიანი ვადა გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის შესრულების დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მკაცრი არასამხედრო სანქციებით ემუქრებიან. ნიუ-იორკში ხუთშაბათსვე უნდა დაიწყოს რეზოლუციის ამ პროექტისა და რუსეთის მიერ მომზადებული პროექტის განხილვა. რუსეთის პროექტი არ ითვალისწინებს სირიის წინააღმდეგ სანქციებს.
XS
SM
MD
LG