Accessibility links

logo-print

პუტინმა და იანუკოვიჩმა ვერ მიაღწიეს ახალ შეთანხმებას გაზის ფასზე


შავი ზღვის პირა საკურორტო ქალაქ იალტაში გაიმართა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვიქტორ იანუკოვიჩისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ეს იყო უკრაინაში პუტინის პირველი ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით დაბრუნების შემდეგ. პრეზიდენტებმა იმსჯელეს რუსეთიდან უკრაინაში იმპორტირებული გაზის ფასზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს ამ საკითხზე შეთანხმებას. კიევს სურს 2009 წლის შეთანხმების შეცვლა, რადგან მასში განსაზღვრულ ფასს მეტისმეტად ძვირად მიიჩნევს. მოსკოვი კი აცხადებს, რომ გაზის გაიაფება დამოკიდებულია კიევის თანხმობაზე რუსეთის კომპანია „გაზპრომისათვის“ უკრაინაში გაზის სადისტრიბუციო სისტემის კონტროლის გადაცემის საკითხში, ან უკრაინის შესვლაზე საბაჟო კავშირში რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ წელს რუსეთში გაიმართება დამატებითი სამიტი.
XS
SM
MD
LG