Accessibility links

logo-print

აშშ-მა ირანის მიმართ ახალი სანქციები დააწესა


ირანის სახელმწიფო კომპანიებს აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციები შეეხება 11 კომპანიას და ოთხ კერძო პირს, რომლებიც სანავთობო და სატრანსპორტო სფეროსთან არიან დაკავშირებული. ამავე ინფორმაციით, ისინი ირანის თავდაცვის სამინისიტროს და ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსის ინტერებში მოქმედებენ. სანქცირებულ კერძო პირებს შორის ერთი ავსტრიის მოქალაქეა. სანქციები გულისხმობს ამ კომპანიების აქტივების "გაყინვას" და ამერიკის კომპანიებს უკრძალვს მათთან კონტაქტს.
XS
SM
MD
LG