Accessibility links

logo-print

საავადმყოფოში მოათავსეს რატკო მლადიჩი


ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერი, რატკო მლადიჩი, რომლის საქმეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს, საავადმყოფოში მოათავსეს. ტრიბუნალის თანახმად, მლადიჩმა თავი ცუდად იგრძნო პროცესის დროს და ის საავადმყოფოში წაიყვანეს. პროცესი გადაიდო. მლადიჩს წაყენებული აქვს ბოსნიელი მაჰმადიანების გენოციდის ბრალდება. ყოფილი გენერალი ბრალდებას უარყოფს. მლადიჩი 16 წელიწადი ემალებოდა მართლმსაჯულებას და ამ დროის განმავლობაში გადაიტანა ორი ინსულტი.
XS
SM
MD
LG