Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როლინგ სტოუნზი“ თავისი პირველი გამოსვლის 50 წლისთავს აღნიშნავს


ლეგენდარული როკჯგუფი, „როლინგს სტოუნზი“ 12 ივლისს აღნიშნავს თავის პირველ გამოსვლის 50-ე წლისთავს. ჯგუფმა პირველად წარდგა საჯაროდ ლონდონში, „მარკის“ კლუბში, 1962 წელს. იუბილეს ჯგუფი ლონდონში ფოტოგამოფენის გახსნით აღნიშნავს. ჯგუფის მთავარი წევრები, მიკ ჯეგერი და კეიტ რიჩარდზი აცხადებენ, რომ მათ აოცებთ, რომ ჯგუფი, რომელიც „მსოფლიოში როკენროლის უდიდეს ჯგუფად არის აღიარებული“, კვლავ ძლიერია და თავის მომავალ ტურნეს გეგმავს. ჯგუფმა არაერთ ცვლილებას და წამყვან შემსრულებლებს შორის დაპირისპირებას გაუძლო.
XS
SM
MD
LG