Accessibility links

სირიის სოფელში ორასამდე ადამიანი მოკლეს


სირიელი უფლებადამცველების ცნობით, პროსამთავრობო ფორმირებებმა შედეგად ჰამის პროვინციაში მდებარე სოფელ ტრემსეზე თავდასხმისას ორასამდე ადამიანი მოკლეს. იუწყებიან, რომ სოფელს ჯერ ტანკებითა და ვერტმფრენებით ცხრილავდნენ, შემდეგ კი ის შტურმით აიღეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. სირიის ხელისუფლება მასობრივ მკვლელობებში ბრალს ”ტერორისტთა ჯგუფს” სდებს. ”ბიბისის” ცნობით, ეს ყველაზე სისხლიანი მოვლენაა სირიის მრავალთვიანი დაპირისპირების განმავლობაში, რომლის დროსაც სულ 16 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG