Accessibility links

logo-print

მამუკა ღლონტი: შსს-ს მასალა ფალსიფიკაციაა


ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გამოეხმაურა შსს-ს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალას სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით და მას ფალსიფიკაციას უწოდეა. მამუკა ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ინფორმაცია ანტენების "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კუთვნილების შესახებ სიცრუეა. "მხოლოდ სტიკერი არაფერს ნიშნავს. ის თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენს ტვირთზე "გლობალ ტივის" უკვე დაყადაღებული ქონებიდან გადმოეტანათ. "გლობალის" ანტენებზე გაკეთებულია წარწერა GLOBAL. თუ ჩვენი ტვირთიც "გლობალ ტივის" კუთვნილება იყო, რატომ არ აჩვენეს თავად ანტენები და გვიჩვენეს მხოლოდ სტიკერი, რომელიც არაფერს ნიშნავს” - თქვა მამუკა ღლონტმა.
XS
SM
MD
LG