Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ქალთა საკითხების სამინისტროს თანამშრომელი


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ლაჰორის პროვინციაში აფეთქებამ შეიწირა ქალთა საკითხების სამინისტროს თანამშრომელი ჰანიფა საფი და მისი მეუღლე. პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქდა ბომბი, რომელიც მათ ავტომაქანაზე იყო მიმაგრებული. დაიჭრა წყვილის მცირეწლოვანი ქალიშვილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ვარაუდობენ, რომ ის თალიბმა ექსტრემისტებმა მოაწყეს. ლაჰორის პროვინცია აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG