Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არჩევნის თავისუფლებისთვის" კარალეთის ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების დასჯას მოითხოვს


სოფელ კარალეთში 12 ივლისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა დღეს კოალიციამ "არჩევნის თავისუფლებისთვის." მისი განცხადებით, კარალეთის ინციდენტი და სხვა მსგავსი ფაქტები ქვეყანას თანდათან აშორებს ნორმალური საარჩევნო პროცესიდან და ვითარებას მაქსიმალურად ძაბავს. "ბოლო დღეებში შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობასთან ”ქართული ოცნების" შეხვედრებისას მომხდარი ინიციდენტები და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის აქტივისტებიც, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის უხეშად დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია", - ნათქვამია კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" განცხადებაში.
XS
SM
MD
LG