Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: პოლიციამ ვერ შეძლო მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაცვა


სოფელ კარალეთში კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა სტუმრობისას 12 ივლისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დღეს განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მერეთისა და დირბის ინციდენტების მსგავსად პოლიციამ კარალეთშიც ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულება და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაცვა კონტრდემონსტრანტებისაგან. ასოციაცია აცხადებს, რომ შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობისას პოლიციის ეფექტური ჩაურევლობის პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს კარალეთში მომხდარ ინციდენტს, შეშფოთებულია ძალადობრივ აქტებში საჯარო მოხელეთა მონაწილეობით და მოუწოდებს შსს-ს, ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს განვითარებულ მოვლენებზე და მშვიდობიან აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგი დროული ჩარევით დაიცვას. ორგანიზაციამ ასევე, მოუწოდა ყველა პირს და პოლიტიკურ პარტიას, არ დაუშვან საკუთარი მოსაზრებების ძალადობრივი ფორმით გამოხატვა.
XS
SM
MD
LG