Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაესტროს" ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს


ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებმა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა პარლამენტთან გამართეს საპროტესტო აქცია არხის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და სატელიტური ანტენების დაყადაღების გამო. აქციისას ”მაესტროს” ჟურნალისტებმა გაავრცელეს საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია ”მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა! მოხსენით ყადაღა! დაუშვით "მაესტრო" ყველა ოჯახში და ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ!” არხის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია და მოისმინონ განსხვავებული აზრი. პროკურატურის მტკიცებით, ”მაესტრომ” სატელიტური ანტენები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიის "ელიტა ბურჯის" მითითებით შემოიტანა და კოალიციის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსასაყიდად უნდა დაერიგებინა კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით. 12 ივლისს საღამოს შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სამინისტროს განცხადებით, ადასტურებს, რომ სატელიტური ანტენები ეკუთვნის "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" და არა ”მაესტროს.” ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა შსს-ს განცხადებას სიცრუე, მის ვიდეომასალას კი, ფალსიფიცირებული უწოდეს.
XS
SM
MD
LG