Accessibility links

პაკისტანში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი


პაკისტანში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა პოლიტიკური პარტიის აქციაზე ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება მიმართული იყო სეკულარული „ავამის ეროვნული პარტიის“ აქციის წინააღმდეგ. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც, ცნობების თანახმად, მოეწყო სცენასთან დატოვებულ ველოსიპედზე დამონტაჟებული ბომბით.
XS
SM
MD
LG