Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში აპროტესტებენ მომჭირნეობის ახალ ზომებს


მადრიდში ასობით საჯარო მოსამსახურემ გადაკეტა ქუჩები მომჭირნეობის ახალი ზომების გასაპროტესტებლად. ესპანეთის მთავრობა ემზადება საბიუჯეტო ხარჯების ბოლო 30 წელიწადში ყველაზე დიდი შეკვეცისათვის. დაგეგმილ ზომებს შორის არის საჯარო მოსამსახურეების ხელფასის უკვე მეორედ შემცირება. ასევე პარასკევს ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოსმა, რომელიც იშვიათად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მთავრობას მოუწოდა, ახსოვდეს „ახალგაზრდები და ისინი, ვინც დარჩენილია სამუშაო ადგილისა და პერსპექტივის გარეშე“, როცა განიხილავს მომჭირნეობის ზომებს 80 მილიარდ დოლარის შესატყვისი თანხის დასაზოგად. ესპანეთში უმუშევრობის მაჩვენებელია 24,4%. ახალგაზრდებში ის 52%-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG