Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს სთხოვს იმოქმედოს სირიასთან მიმართებით


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა „ერთობლივი ძალებით“ იმოქმედოს სირიაში ძალადობის შესაჩერებლად. ხუთშაბათს სირიის ცენტრალურ ქალაქ ტრემსეში 200-მდე სამოქალაქო პირი იქნა მოკლული. სირიაში მყოფი გაეროს დამკვირვებლები ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ, რომლებმაც, გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე შეიარაღება გამოიყენეს. უშიშროების საბჭოს მიმართავს გაეროსა და არაბთა ლიგის წარგზავნილი, კოფი ანანიც - მოუწოდებს მოითხოვოს მისი რეზოლუციების განხორციელება. ხუთშაბათს მომხდარი თავდასხმა დაგმეს აშშ-მა და ევროკავშირმა. სისხლისღვრა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც - მან ძალადობაში დაადანაშაულა „ძალები, რომლებსაც მშვიდობა არ სურთ“ და ცდილობენ „ეთნოსებს შორის ძალადობის გაღვივებას“. მოსკოვი - რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ყველაზე ახლო მოკავშირეა - სირიის ოპოზიციის მიმართ ხშირად გამოთქვამს ბრალდებას, რომ ის კონფლიქტში დასავლეთის ჩათრევის მიზნით ძალადობას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG