Accessibility links

გავრცელებული ცნობით, სამტრედიის პოლიციამ „ქართული ოცნების“ აქტივისტი დააკავა


ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ ავრცელებს ცნობას, რომ სამტრედიის პოლიციამ დააკავა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ცოტნე შენგელია. გამოცემის თანახმად, კოალიციის წევრებისთვის უცნობია შენგელიას ზუსტი ადგილსამყოფელი. გამოცემა ავრცელებს კოალიციის სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელის, მურმან კაშიას სიტყვებს - რომ შენგელიას დაკავება „გაურკვეველი მიზეზით“ მოხდა და არც ის არის ცნობილი, თუ რომელ განყოფილებაში წაიყვანეს ის.
XS
SM
MD
LG