Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაეროს მეთვალყურეებმა დაათვალიერეს ბოლო სისხლისღვრის ადგილი


სირიაში გაეროს მეთვალყურეებმა დაათვალიერეს დასახლება, სადაც ამ კვირაში 200-მდე ადამიანი იქნა მოკლული, სირიელი ოპოზიციონერების თქმით, მთავრობის ჯარების თავდასხმის შედეგად. გაეროს წარმომადგენლის ცნობით, მეთვალყურეები წუხელ ჩავიდნენ სოფელ ტრემსედან ექვსამდე კილომეტრში მდებარე დასახლებაში. ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოსურათსებსა და ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ აჩვენებს მეთვალყურეებს ადგილობრივი მოსახლეობა სირიის არმიის ჭურვების ნარჩენებს. ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთს ადანაშაულებს ხალხის დასახოცად დამასკის იარაღით მომარაგებაში. როგორც იუწყებიან, გაეროს მეთვალყურეებმა სირიის საკითხში საერთაშორისო შუამავალს, კოფი ანანს გაუზიარეს შეფასება, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებმა ტანკები და ვერტმფრენები გამოიყენეს ტრემსესთან იერიშისათვის. დამასკი ირწმუნება, რომ ხალხი ტერორისტებმა დახოცეს.
XS
SM
MD
LG