Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ეგვიპტეში შეხვდება ახალ პრეზიდენტს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს კაიროში შეხვდება ეგვიპტის ახალ პრეზიდენტს, მუჰამად მურსის. კლინტონი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც შეხვედრას გამართავს ეგვიპტის ისლამისტ ლიდერთან. სახელმწიფო მდივანი მოელის მურსისაგან დაპირების მოსმენას, რომ კაირო დაიცავს ისრაელთან 1979 წელს გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას. მოლაპარაკების დღის წესრიგში დგას რელიგიური თავისუფლებისა და უმცირესობათა უფლებების საკითხებიც. კლინტონი ორი დღე დარჩება ეგვიპტეში.
XS
SM
MD
LG