Accessibility links

logo-print

თბილისში სასამართლომ 3,4 მლნ ლარის ჯარიმა შეუფარდა კომპანია „ელიტა ბურჯს“


თბილისის საქალაქო სასამართლომ 3,4 მლნ ლარის ჯარიმა შეუფარდა შპს „ელიტა ბურჯს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მის ვებსაიტზე, „ელიტა ბურჯმა“ პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული საქმიანობისათვის მრავალმილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიებისაგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქმე ეხება უკანონო შემოწირულებებს, რის გამოც „ელიტა ბურჯი“ კვლავ სცნეს სამართალდამრღვევად და ყადაღა დაადეს მის საბანკო ანგარიშებს და უძრავ-მოძრავ ქონებას. აქამდე ის უკვე დაჯარიმებული იყო მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ფაქტთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მას „ელიტა ბურჯის“ ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ უთხრა, რომ უკანონოდ მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანიისათვის ჯარიმის შეფარდების შესახებ და აპირებს მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.
XS
SM
MD
LG