Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სირიის ყოფილი ელჩი ბრალდებებს უყენებს პრეზიდენტ ასადს


ერაყში სირიის ყოფილი ელჩი, ნავაფ ფარესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადგა და მხარში ამოუდგა ოპოზიციას, აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ალ ყაიდას აძლევს უფლებას, სირიის ტერიტორია გამოიყენოს მეზობელ ერაყზე თავდასხმებისათვის. ეს ბრალდება ფარესმა გამოთქვა არაბულენოვან ტელეარხ ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში. ფარესმა დაადანაშაულა ირანიც, რომ ის ერაყის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლას ახდენს, მხარი დაუჭიროს სირიის საკითხში თეირანის პოზიციას. ირანი ეწინააღმდეგება სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. სირიაზე იუწყებიან აგრეთვე, რომ გაეროს მეთვალყურეებმა დაათვალიერეს სოფელი ტრემსეჰი, სადაც ამ კვირაში 200-მდე ადამიანი იქნა მოკლული, სირიელი ოპოზიციონერების მტკიცებით, მთავრობის ჯარების თავდასხმის შედეგად. გაეროს წარმომადგენლის ცნობით, მეთვალყურეები 11 ავტომანქანით ჩავიდნენ სოფელში. ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ აჩვენებს მეთვალყურეებს ადგილობრივი მოსახლეობა სირიის არმიის ჭურვების ნარჩენებს. ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთს ადანაშაულებს ხალხის დასახოცად დამასკის იარაღით მომარაგებაში. დამასკი ირწმუნება, რომ ხალხი ტერორისტებმა დახოცეს.
XS
SM
MD
LG