Accessibility links

ზარდიანთკარში პოლიციის სადგურზე უთანხმოება ისევ ვერ მოგვარდა


გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში გაიმართა მეორე საგანგებო შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ის ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება და სოფლის მკვიდრთა თავისუფლად გადაადგილების საკითხი. პრესრელიზი გაავრცელა ეუთომაც. ის აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება ზარდიანთკარის ეთნიკურად ოს მკვიდრთა უსაფრთხოების პრობლემის გამო. რადიო თავისუფლების გორელი კორესპონდენტის ცნობით, დაძაბულობას იწვევს ქართული მხარის მიერ რამდენიმე კვირის წინ სოფლის ცენტრში გადატანილი ქართული პოლიციის საგუშაგო. დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ეუთოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა გააგრძელეს ამ საკითხზე 1 ივლისს გამართული დისკუსია და შეთანხმდნენ, რომ საკითხს წამოჭრიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შემდეგ შეხვედრაზეც. ის 26 ივლისს უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG