Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა უარყოფს ბრალდებას ტრემსეში სისხლისღვრის შესახებ


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი უარყოფს ბრალდებას, რომ ტანკები და ვერტმრფენები გამოიყენა თავდასხმისას სოფელ ტრემსეში, სადაც, ოპოზიციის მტკიცებით, ხოცვა-ჟლეტა მოეწყო. გაეროს მეთვალყურეების განცხადებით, ტრემსეზე მთავრობის ჯარების თავდასხმა, როგორც ჩანს, მიმართული იყო დეზერტირებისა და ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმისას მოკლეს 200-ზე მეტი ადამიანი. დამასკი კი ინიცდენტს უწოდებს შეიარაღებულ მეამბოხეებთან შეტაკებას. ძალადობას ისევ მოჰყვა აღშფოთება უცხოეთში და გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის მოწოდება ჩინეთის მიმართ, მხარი დაუჭიროს შუამავალ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას. მოსალოდნელია, რომ სამშვიდობო გეგმას მხარდაჭერას გამოუცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როცა ის სამშაბათს მოსკოვში მიიღებს კოფი ანანს. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის დღეავნდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG