Accessibility links

logo-print

არასამთავრობოები მონიტორინგს გაუწევენ გორში „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას


არასამთავრობო ორგანიზაციები მონიტორინგს გაუწევენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას, რომელიც დღეს გორში გაიმართება. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება. აქცია 19 საათზე გაიმართება გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში.
XS
SM
MD
LG