Accessibility links

logo-print

ესტემიროვას მკვლელობა სამი წლის შემდეგაც გამოუძიებელი რჩება


15 ივლისს შესრულდა სამი წელი ჩეჩნეთში უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელობიდან. მკვლელობაზე პასუხისმგებელთა ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელი რჩება და უფლებადამცველები კრემლს ადანაშაულებენ გამოძიების შეფერხებაში. ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელმა ოლეგ ორლოვმა რადიო „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არის პროგრესი დამნაშავეების ვინაობის დადგენის მხრივ და ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვში და ჩეჩეთში ხელს უშლიან გამოძიებას. ესტემიროვას მკვლელობის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალმაც“. მისი შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების მოძებნას. ესტემიროვა „მემორიალის“ თანამშრომელი იყო. ის 2009 წლის 15 ივლისს მოიტაცეს და მოკლეს.
XS
SM
MD
LG