Accessibility links

logo-print

წყალდიდობით დაზარალებული კრიმსკის აღსადგენად 275 მლნ დოლარს გამოყოფენ


სამხრეთ რუსეთში მდებარე კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრ ტკაჩოვის განცხადებით, ცხრა მილიარდამდე რუბლი (275 მილიონამდე დოლარი) მოხმარდება 7 ივლისის წყალდიდობით მძიმედ დაზარალებული ქალაქ კრიმსკის აღდგენას. ტკაჩოვის განმარტებით, ფულს გამოყოფენ როგორც ფედერალური, ისე რეგიონული ბიუჯეტებიდან. კრიმსკში კვლავაც მუშაობენ მაშველებისა და მოხალისეების რაზმები ქუჩებიდან ნაგვისა და სიბინძურის მოსაცილებლად. დღეს დაიწყეს ფინანსური კომპენსაციის გაცემა ყველაზე მძიმედ დაზარალებულებისათვის. ოფიციალური მონაცემებით, კრასნოდარის მხარეში წყალდიდობამ 171 ადამიანი შეიწირა. ხუთი ითვლება დაკარგულად.
XS
SM
MD
LG