Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 10 ადამიანი შეიწირა მშენებარე სახლის ჩამონგრევამ


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 10 ადამიანი დაიღუპა მშენებარე სახლის მიმდებარე შენობებზე ჩამონგრევის შედეგად. ინიცდენტი შაბათს მოხდა ზღვისპირა ქალაქ ალექსანდრიაში. სამინისტროს მონაცემებით, დაშავდა ხუთი ადამიანი და გრძელდება სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში მოყოლილების მოსაძებნად. 11-სართულიანი სახლი ჩამოინგრა გვერდით მდებარე სამ მომცრო შენობაზე, რომლებიც ასევე ნანრევებად არის ქცეული. ყველა დაღუპული და დაშავებული მომცრო შენობებში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG