Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ მიიჩნევს ერგნეთის ბაზრობის აღდგენას


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღადგენს ერგნეთის ბაზრობას. ამის შესახებ მან განაცხადა აქციაზე, რომელიც კვირას გორში გამართა მისმა კოალიციამ. ივანიშვილის თქმით, „ბაზრობის წყალობით, წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობების აღდგენა და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. ამ ადგილზე... საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ ქართველებმა და ოსებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ“, განაცხადა ივანიშვილმა. ცნობების თანახმად, გორში აქციაზე შეიკრიბა 15 000-მდე ადამიანი. როგორც იუწყებიან, შეკრებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG