Accessibility links

ჰილარი კლინტონი ჩავიდა ისრაელში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს დილით ისრაელში ჩავიდა. ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს. ძირითადი თემები: პალესტინა-ისრაელის შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკებები და ირანის ბირთვული პროგრამა იქნება. ჰილარი კლინტონი თელ ავივში ეგვიპტიდან ჩავიდა. ეგვიპტეში ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ მუჰამად მორსის შეხვდა და ეგვიპტის დემოკრატიული გარდაქმნისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოხატა.
XS
SM
MD
LG