Accessibility links

logo-print

პაკისტანის ქალაქ ბანუში მოხდა თავდასხმა უშიშროების შენობაზე


პაკისტანის პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბანუში არსებულ უშიშროების შენობას. იყო ორმხრივი სროლა. ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, სულ ცოტა ერთი პოლიციელია მოკლული, სხვები კი მძევლად აიყვანეს. აპრილში პაკისტანის თალიბანის მეომრები ბანუში მდებარე ციხეს დაესხნენ თავს და 400 პატიმრის გათავისუფლება მოახერხეს.
XS
SM
MD
LG