Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი ვლადიმირ პუტინსა და სერგეი ლავროვს შეხვდება


სირიის საკითხში საერთაშორისო წარმომადგენელი კოფი ანანი დღეს მოსკოვში ჩავა და რუსეთის ხელმძღვანელობას სირიის კრიზისიდან გამოსავლის გზებზე დაელაპარაკება. დღეს საღამოს გაიმართება ანანის მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ხვალ კი დაგეგმილია კოფი ანანის შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. დღესვე პეკინში გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ჩინეთის ლიდერ ჰუ ძინტაოს შეხვდება. საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს დაარწმუნოს მოსკოვი და პეკინი პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმზე ზეწოლის საჭიროებაში.
XS
SM
MD
LG