Accessibility links

logo-print

”წითელი ჯვარი” სირიაში ვითარებას სამოქალაქო ომად აფასებს


”წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტი სირიაში არსებულ ვითარებას სამოქალაქო ომად აფასებს. ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დღეიდან დაპირისპირებულ მხარეთა მოქმედებები სირიაში შეფასდება ჟენევის კონვენციების პრინციპებით, რომელიც ომის მსხვერპლთა დაცვას შეეხება. კერძოდ, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა შესაძლებელია საომარ დანაშაულად ჩაითვალოს. ლონდონში მდებარე სირიული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ინფორმაციით, კვირას, სირიის რამდენიმე რეგიონში ძალადობის მსხვერპლად იქცა სულ ცოტა 55 ადამიანი.
XS
SM
MD
LG