Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს მონიტორები რუსეთს შეუსრულებელ ვალდებულებებს შეახსენებენ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ანდრეას გროსი და გეორგი ფრუნდა 16 ივლისს მოსკოვში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. საუბარი შეეხება დოკუმენტს, რომელსაც საპარლამენტოს ასამბლეის შემოდგომის სესიაზე წარადგენენ სტრასბურში. ვიზიტის წინ რუსეზე თანამომხსენებელმა ანდრეას გროსმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა. გროსით თქმით. რუსეთის მხარის ზოგიერთი კომენტარი ანგარიშის თაობაზე ეწინააღმდეგება საპარლამენტო ასამბლეის დასკვნებს.“ ასეთი კომენტარები ბევრი არ არის, მაგრამ არსებობს“, - განაცხადა ანდრეას გროსმა. მისი თქმით რუსეთში ყოფნის დროს, გროსი აპირებს რუს დეპუტატებს დაუსვას შეკითხვები ცოტა ხნის წინ რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული სადო კანონების შესახებ. საუბარია მიტინგში მონაწილეობის გამო დაჯარიმებაზე, ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაციებისათვის „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭებასა და სხვა. ანდრეას გროსის თქმით, ეს არის ძალიან მკაცრი შესწორება იმათ მიმართ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს და რომლებსაც, ევროპარლამენტარის თქმით, „მხარდაჭერა და შთაგონება“ სჭირდებათ და არა კუთხეში მომწყვდევა და რეპრესირება.
XS
SM
MD
LG