Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში განათლების მინისტრი თავდასხმას გადაურჩა


ავღანეთის უმაღლესი განათლების მინისტრი ობაიდულა ობაიდი ტერორისტულ თავდასხმას გადაურჩა. მინისტრმა მსუბუქი ჭრილობები მიიღოს მას შემდეგ, რაც მისი და მისი თანხმლები პირების მანქანები გზაზე დამონტაჟებული ნაღმზე აფეთქდნენ. მინისტრი ავღანეთის ბაგლანის პროვინციიდან ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციისაკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად დაიჭრა ბადრაგში მყოფი ორი პოლიციელი. ობაიდულა ობაიდზე მომხდარი თავდასხმა გაგრძელებაა წინა დღით მომხდარი საზარელი ტერაქტისა, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა სამანგანის პროვინციაში ქორწილის მსვლელობისას მოაწყო. ტერაქტის შედეგად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საზარელია 2001 წლის შემდეგ მომხდარ თავდასხმებს შორის, 22 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ავღანეთის პარლამენტის, არმიისა და პოლიციის წევრები.
XS
SM
MD
LG