Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულმა საპროტესტო აქცია გამართეს


ყოფილი სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან და პრობლემის მოგვარება პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სთხოვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, "ცენტრ პოინტის" მიერ 2600 ადამიანია დაზარალებული, თუმცა, მითვისებული 310 მილიონი დოლარის გამო პასუხს არავინ სთხოვს, კომპანიის მემკვიდრე "დექსუსი" კი მეანაბრეებს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ”ცენტრ პოინტის” ყოფილი მფლობელების, პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილის და მაია და ვახტანგ რჩეულიშვილების წინააღმდეგ. დღევანდელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
XS
SM
MD
LG