Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსიონერებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო


საქართველოს მთავრობამ პენსიონერებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო. ამ პროცესზე დასაკვირვებლად ”ლიბერთი ბანკის” ბათუმის ფილიალში იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ოფისთან გრძელი რიგის გამო ბანკის ხელმძღვანელები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ ვითარება არ გამოსწორდება, სადაზღვევო პოლისების დარიგება გადაეცემა ”იმ ბანკს, ვინც პროცესს განახორციელებს რიგში ჩაყენების, გაზულუქების და ხალხზე თავზე წამოჯდომის გარეშე.” რაც შეეხება თავად დაზღვევას, სააკაშვილის განცხადებით, პრობლემების შესამსუბუქებლად მთავრობა პენსიონერებს აძლევს პოლისებს, რომლითაც ისინი პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG