Accessibility links

ესპანეთში იზრდება მომჭირნეობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი


კვირას ღამით მადრიდის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე, რომლის მონაწილეებიც ხარჯების მომჭირნეობის იმ ახალი ზომებს აპროტესტებდნენ, რომელიც გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჰოიმ გამოაცხადა. რაჰოიმ პირობა დადო, რომ 65 მილიარდ ევროს დაზოგავს, გადასახადების გაზრდის და ხარჯების შემცირების გზით. ეს მტკივნეული ზომები აუცილებელია იმისათვის, რომ ესპანეთმა დაარწმუნოს ევროკავშირი და უცხოელი ინვესტორები, რომ ქვეყნის მთავრობა სერიოზულად ეკიდება აუცილებელი რეფორმების გატარებას. ახალი მომჭირნეობის გეგმა სამოქალაქო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასებისა და სამუშაო ადგილების შემცირებითა ემუქრება.
XS
SM
MD
LG